სოც-პრესი

 

მიზანი და მიმართულება

 

რუბრიკა ,,სოც-პრესის’’ ფორმატი მთლიანად სოციალურ ხასიათს ატარებს,სადაც გაშუქდება თუ რა რეფორმები,პროექტები,პროგრამები ხორციელდება სახელმწიფო,საკანონმდებლო,საერთაშორისო,თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის მხრიდან.

დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისათვის, სიტყვის თავისუფლების გასაძლიერებლად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია საზოგადოება სათანადოდ ინფორმიებული იყოს, კონკრეტულად სად, რომელ სტრუქტურაში, ვის ეხება მათი პრობლემების  გადაწყვეტა  და რეაგირება მათ მიერ დასმულ კითხვებზე.

დემოკრატია არის  იმ უფლებებისა და ვალდებულებების ცოდნა, რომელსაც ყველა მხარე მკაცრად უნდა იცავდეს.ჩვენი აზრით ერთ-ერთი პრობლემა სწორედ არასაკმარისად ინფორმირებულობაა.ამ მხრივ გამოირჩევა განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობა. ამიტომ მაქსიმალურად ზუსტი და მათთვის საჭირო  ინფორმაცია არის მისაწოდებელი, რომელის განხორციელებასაც ჩვენი რუბრიკის  საშუალებით  ვგეგემავთ.  ვფიქრობთ, ქართულმა საზოგადოებამ  ძირფესვიანად და ღრმად უნდა იცოდეს რა დადებითი ფაქტორები აქვს საქართველოს ინტეგრაციას  ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში.საზოგადოება დაინტერესებული და ინფორმირებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობით,რა კეტდება ზოგადად ქვეყნისათვის და კონკრეტულად მათი პრობლემის მოგვარებისათვის.

ჩვენი ჟურნალისტი გარდა სტატიების წერისა მოტივირებულია ღრმად ჩაიხედოს პრობლემის არსში,იურისტთან ერთად აწარმოოს ჟურნალისტური გამოძიება კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენაზე.მოახდინოს პრობლემაზე იმ სტრუქტურების ინფორმირება, რომელსაც არსებული პრობლემის მოგვარება და მასზე რეგირება ევალება.

გპირდებით  ვიყოთ მიუკერძოებლები,ობიექტურები  და ამასთან საზოგადოებისათვის საჭირო და აქტუალურ თემებზე მაქსიმალურად ფოკუსირებული

 

სტატია, ბლოგი და ტელესიუჟეტი უნდა ეფუძნებოდეს ადამიანურ ისტორიებს და ასახავდეს მათ უფლებრივ მდგომარეობას, მკურნალობისა და სერვისების ხელმისაწვდომობას, ასევე ამ სფეროში არსებულ სიტუაციასა და პოლიტიკას.

 

როგორ იცვლება სოციალური დახმარების მინიჭების მეთოდოლოგია
და სარეიტინგო ქულების მინიჭების სისტემა.

ძველი ხელისუფლების განმავლობაში ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ერთეულების ხელში მოქცეულ ბიზნესად იყო გადაქცეული.
ახალი მთავრობის ქმედებები დღეისათვის, ერთი შეხედვით დადებითი ცვლილებებისკენ არის მიმართული.თუმცა სოციალური პოლიტიკა კვლავ დასახვეწია და მასზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროები რჩება.ამ ტიპის ხარჯებზე მთლიანი ბიუჯეტის 29.4 პროცენტი მოდის. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 750,0მლ.ლარით განისაზღვრა. ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია : სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის 2 მილიარდამდე ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისათვის 652,6 მლნ ლარი,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვისათვის 35.0 მლნ.ლარი.
თუ რაზე იქნება ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, რას მიექცევა მეტი ყურადღება ამ სფეროში, იქნება თუ არა მეტი სოციალური სამართლიანობა ამას 2015 წლიდან თანდათანობით შევიტყობთ .
ამ ეტაპზე კი ცვლილებები ხორციელდება სოციალურად დაუცველთა სტატუსისი მინიჭების მეთოდში,განსაკუთრებით საინტერესოა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის სარეიტინგო ქულების მინიჭების ახალი სისტემა,რომლის მიხედვით, შემწეობის მისაღებად ხელშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა(ტელევიზორი,სარეცხიმანქანა და ა.შ.) და ნივთები.ასევე სარეიტინგო ქულების დათვლისას განმსაზღვრელი აღარ იქნება სოციალური მუშაკის სუბიექტური მოსაზრება და ის შეფასების დოკუმენტში აღარ ჩაიწერება.
სოციალურ შემწეობას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც არანაირი შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ მათ შორის არ ყავთ პირუტყვი,არ აქვთ ხეხილის ბაღი და დასამუშავებელი მიწა.
საქართველოში ამ ეტაპზე სოციალურ შემწეობას 428 ათასი ადამიანი იღებს.ქულების ხელახალი გადათვლა 1 დეკემბრიდან დაიწყო.მონაცემების შეცვლასთან ამ ყველაფერს ერთი სიახლეც ემატება ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის სამუშაო ადგილების შეთავაზება და მათი შასაბამისად დასაქმება.
ამასთანავე მეთოდოლოგიას ემატება ახალი სერვისი იმის გათვალისწინებით, რომ ამ ოჯახების დიდი რაოდენაობა ბავშვებიანია. გაეროს ბავშვთა ფონდის თანამონაწილეობით საუბარია ბავშვებთან მიმართებაში დაწესდეს გარკვეული ბენეფიტები ,რაც გაეროს ბავშვთა ფონდის თანამონაწილეობით ხორციელდება. ეს შესაძლოა იყოს დამატებითი სოციალური დახმარება ასევე ამ ბავშვების სხვადასხვა სახის სერვისებში ჩართვა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იარსებებს სწორი ინფორმაცია ამ ბავშვების მდგომარეობაზე, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან. ამ სიახლემდე , სოციალური აგენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შემვსები პირი,მას არ გააჩნდა განსაკუთრებული უნარები აღმოეჩინა იყო თუ არა ბავშვი, მაგალითად ძალადობის მსხვერპლი ან რა სჭირდებოდა მას დამატებითად. ახალი მეთოდით, აგენტებს, უშუალოდ შეხება ექნებათ ოჯახებთან და დამატებითი ინფორმაციის გამოტანაც მათ დაევალებათ. დეკლარაციის შევსებისას იქნება დამატებით რამდენიმე კითხვა, რომელზე პასუხებიც გაარკვევს არის თუ არა საჭირო სოციალური მუშაკის ჩართვა. , რომელსაც აქვს უკვე უნარები განსაზღვროს ბავშვის მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება რა სახის სერვისებშია შესაძლებელი ოჯახის მონაწილეობა..ასევე დგას თუ არა ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის აუცილებლობა.
პ.ს.. როგორც ირკვევა ახალი 2015 წელი სოციალური მიმართულებით საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩემი აზრით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ოჯახის წევრების დასაქმება უფრო პრაქტიკული და სასურველი დახმარება იქნება ვიდრე მხოლოდ სოციალური დახმარებით მიღებული ფულადი თანხა.
გაგვიზიარეთ ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება,დაგვისვით კითხვები რა თემები გაინტერესებთ და რაზე გავამახვილოთ ყურადღება..

yyyy 1

 

რამდენად შეუწყობს ხელს დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესება შობადობის წახალისებას

დედა,ეს არის ადამიანი, რომელმაც 9 თვე გატარა მუცლით, წელიწადი ხელით და მთელი ცხოვრება გულით.
დედობა ქალისათვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა,დედა კი მთელი ცხოვრების მანძილზე შეუცვლელი.თუმცა ყველაფრის მიუხედავად საქართველოს უახლოეს წარსულში ძალიან ბევრი ქალი უარს ამბობდა ბავშვის გაჩენაზე იმის შიშით, რომ სამსახური დაეკარგებოდა, რის გამოც ახალგაზრდა, განათლებული ქალები მხოლოდ ერთ ან ორ შვილს აჩენდნენ. დედობა არ არის ავადმყოფობა ან რაღაც დანაშაული, ამიტომ ქალები XXI საუკუნეში ამის გამო არ უნდა იჩაგრებოდნენ.
დღეს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილ 2616 თანამდებობის პირს შორის ქალები მხოლოდ 11%-ს შეადგენენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებული ქალებისათვის დაფეხმძიმება ხშირად სამსახურის დაკარგვასთან ან დაწინაურებაზე უარის თქმასთან არის ასოცირებული, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის აქტუალურობა დავის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.თუმცა თუკი საყოველთაოდ გაცხადებული პოლიტიკური ნება ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიზაციის შესახებ ჯერ კიდევ ძალაშია, ეს საკითხი საქართველოს ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ძალზედ მნიშვნელოვან თემას უნდა წარმოადგენდეს.
სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 1 იანვრიდან ცვლილებები შევიდა “შრომის კოდექსში”, რომლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე გაიზარდა ,აქედან 126 დღის ნაცვლად ა ნაზღაურებადი 183 კალენდარული დღე გახდა, ხოლო მშობიარობის გართულების, ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 დღის ნაცვლად, 200 დღე.

შობადობის წახალისებას და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაუმჯობესებას ექსპერტები მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზად მიიჩნევენ. ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით კი ეს იქნება მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახების ხელშეწყობის, ახალშობილთა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვისათვის ზრუნვის, ეკონომიკის განვითარების, მაღალმთიანი რეგიონების გაუკაცრიელების პროცესის შეჩერების დასაწყისი..

ამ საკითხზე რამდენიმე კომენტარი მინდა გაგაცნოთ რომელიც ჩემს მიერ დასმულ კითხვას მოყვა- რა აზრის ხართ შრომის კოდექსში ორსულთა დეკრეტულ ანმაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე?
_ ,,ბევრ სამსახურში ადმინისტრაცია ხელშეკრულებებს, რომ დებს თანამშრომლებთან ოჯახის შეუქმნელობაზე და მშობლებს ახელწერილებს შვილი არ გააჩინოთო. კარგი იქნება ამის თაობაზეც თუ შესაბამისი პოლიტიკა გატარდება და კანონში ჩაიწერება, მკაცრი პასუხისმგებლობა ასეთი ქმედებისთვის’’

-,,ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ძალიან გამეხარდა, მართლაც დიდი შვება იქნება დედისთვის რომელსაც სამსახურის და ეკონომიკური პირობების გამო 3-4 თვის ჩვილის სახლში დატოვება უწევდა (მე პირადად ასე მომიწია).’’

_ აი ახლა შეიძლება მესამე შვილზეც ვიფიქროო!
თუ თქვენ დასაქმებული ხართ და ამასთან დედობის სურვილიც გაგიჩნდათ ეს სამსახურის დაკარგვის საფრთხე სულაც აღარ არის. პირიქით აღმოჩნდა რომ სახელმწიფო ვალდებულებას იღებს თქვენთან და თქვენს შვილთან, რომ შეძლოთ მასზე ნორმალურად ზრუნვა, საურველ ასაკამდე ძუძუთი კვება და ამაში ცდილობს ფინანსურადაც გარკვეული პირობები შეგიქმნათ. კერძოდ სოციალური მომსახურეობის სააგენტო ორსულობის მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებს შვებულების თანხას 1000 ლარის ოდებობით. ამისათვის, სადაც ორსული მუშაობს იმ ორგანიზაციის ბუღალტერი მიდის სობესში, ავსებს სპეციალურ ბლანკს ხელფასის ოდენობის და თვეში სამუშაო დღეების შესახებ. თან უნდა მიუთითოს ორსულის ანგარიშის ნომერი, დეკრეტულის თანხას 1000 ლარს ანაზღაურებს სახელმწიფო და გინარჩუნდებათ 6 თვის ხელფასი. ანუ მეტად გასაგები რომ იყოს- თუ თქვენი ხელფასი არის 500 ლარი ,6 თვეში შესაბამისად არის 3000 ლარი, 1000 ლარს ანაზღაურებს სოც.უზრუნველყოფა და დანარჩენ 2000 ლარს ანაზღაურებს სამსახური, სადაც დასაქმებულია ორსული.
ამ სიახლის მიმართ, დასაქმებული ქალების შეხედულება და განწყობა დადებითია. თუმცა ასეთი აზრიც გამოითქვა
,,ანაზღაურება მიზერულია და ამის გამო ბევრი დედა იძულებული იქნება არ გამოიყენოს სრულად დეკრეტული შვებულება და სამსახურში 1-2 თვეში გავიდეს. ანუ ეს ცვლილება რეალურად დიდად არ შეუმსუბუქებს ქალების მდგომარეობას’’
პ.ს..ამ თემაზე საუბარს ჩვენს ,,რუბრიკაში’’კიდევ გავაგრძელებთ ასე რომ მზად ვართ თქვენი შეხედულებებისა და კითხვების მოსასმენად და შესაბამისი პასუხების გასაცემად.

10866970_1532789973629950_1892240463_n

 

 

აი სადაც არის კარზე მოგვიკაკუნებს ახალი 2015 წელი, დიდი იმედი გვაქვს, რომ ძველ წელს დარჩება ჩვენი ხალხის გაუსაძლისი და დუხჭირი, მძიმე სოციალური პრობლემები. სწორედ ამიტომ ჩვენმა ჟურნალისტებმა სპეციალურად ჩვენი ინტერნეტ-პორტალის ერთგული მომხმარებლებისთვის მოამზადეს საინტერესო მასალა და ეწვივნენ ბატონ გაიოზ თალაკვაძეს (სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი) ჩვენი ჟურნალისტების უპირობო ამოცანა იყო იმაში, რომ დაედგინათ რა ტიპის სიახლეებია იგეგმება სოციალურად დაუცველი ოჯახების მომსახურების კუთხით.

10300265_1536901223218825_7318112358285461584_n

 

2015 წლიდან სოციალაურად დაუცველებისათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება. მეთოდოლოგია სტატუსის განსაზღვრისას ორიენტირებული იქნება ოჯახების შემოსავლებზე. ძველი მეთოდოლოგია ითვლიდა, რა ხარჯი გასწია ოჯახმა და მხოლოდ ამას იყენებდა საორიენტაციო ცვლადად. ანუ სტატუსის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი ,რომელსაც არაქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახისქონება .მაგ. დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი. გარდა ამ ცვლადებისა მათ ქულებზე გავლენას არ მოახდენს პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელსაც ის ფლობს-მაგ.ტელევიზორი ,გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ა.შ. გათვალისწინებული იქნება თავად ოჯახის საჭიროებები ( თუკიოჯახებშიარისშშმპ, ქრონიკულიავადმყოფიდაა.შ.) ცვლადებს განსხვავებული ღირებულებები ექნება ქალაქსა და რეგიონში- საჭირობებიდან გამომდინარე.
ქონების დეკლარაციიდან ამოღებულია სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და ის გავლენას აღარ მოახდენს ქულის მინიჭებისას. თუ კი აქამდე სოცაგენტი ოჯახს შეაფასებდა, როგორც უკიდურესად ღატაკს ,ის ავტომატურად ჯდებოდა შემწეობის მიმღებთა სიაში. ახალი მეთოდოლოგიით, იმისთვის რომ გამოირიცხო ს ყოველგვარი სუბიექტური ფაქტორი (და უსამართლო გადაწყვეტილება) , ბაზაში ბენეფიციართა მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით , რაც დეკლარაციაში მოხვდება და ხელი მოეწერება თავად ოჯახისწევრების მიერ.
ამ და სხვა სიახლეების შესახებ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ გაიოზ თალაგვაძეს ვესაუბრეთ.

როგორ იცვლება სარეიტინგო ქულის გამოთვლის მეთოდოლოგია?

ამჟამინდელი მეთოდით, შემწეობას იღებს ის ოჯახი, რომელთა ქულაც 57 000-მდეა. ოჯახის უფროსი იღებს 60 ლარს, ყველა დანარჩენი წევრი კი 48 ლარს.
ახალი სამუშაო ვარიანტის მიხედვით, – მოხდება თავად უმწეოთა რამდენიმე ჯგუფად დაყოფა-ანუ დიფერენცირება. ოჯახის ყველა წევრი მიიღებს თანაბარ თანხას. უკიდურესად ღატაკი ოჯახი შემწეობის სახით ცოტა მეტ თანხას ან სერვისს მიიღებს, ვიდრე მასზე მეტი ქულის მქონე ოჯახი. მაგალითად,
30 ათასქულამდეოჯახებიმიიღებენ 60 ლარს.
30 000-57 000 ქულამდეოჯახები 50 ლარს,
57 000 -60 000 ქულამდე- 40 ლარს
60 000- 65 000 ქულამდე- 30 ლარს,
ყველა ამ ოჯახს თითო ბავშვზე ექნება დანამატი თანხა- 10 ლარი, რაც „იუნისეფის“ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო. ანუ ბავშვები შემწეობის თანხასთან ერთად 10 ლარიან დანამატსაც მიიღბენ, რაც აქამდე არ არსებობდა.
.ეს რა დამატებით შეღავათებს მოუტანს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას?
სოც დაუცველებს დარჩბათ ყველა ის შეღავათი, რაც ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პაკეტით არის განსაზღვრული.ანუ მათ სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად.
ასევე სიახლეა ისიც , რომ 10 ლარიან დანამატს ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახებიც, რომელთა სარეიტინგო ქულაც 65 000 – 100 000 ქულამდე იქნება. ეს ოჯახები არ მიიღბენ საარსებო შემწეობას, მაგრამ მიიღებენ ბავშვის დანამატს.
ახალ მეთოდოლოგიაში იმისთვის , რომ ოჯახების გადამოწმება მოხდეს ობიექტურად, სოციალაური მომსახურების სააგენტო მონაცემებს ოჯახების შემოსავლებზე მიიღებს შემოსავლების სამსახურისაგან, ასევე საჯარო და სამოქალაქო რეესტრებიდან. სოციალურად დაუცველებისათვის მაქსიმალურად მოხდება სამუშაო- ვაკანსიების შეთავაზება, თუმცა დასაქმების პროექტი ჯერ დამუშავების სტადიაშია და დოკუმენტის სახეს მოგვიანებით მიიღებს.
. იცვლება თუ არა ადმინისტრირების წესები და რა სიახლეა ამ კუთხით?
-ადმინისტრირების ახალ წესებზე მუშაობა არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია . საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღბს, რაც მთავრობა ამ ახალ მეთოდოლოგიას დაამტკიცებს. სააგენტო ვარაუდობს, რომ მთავრობა იანვარში შეძლებს ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცებას და ის ძალაში იანვრიდანვე შევა.
რას ნიშნავს სოციალური აგენტების სუბიექტივიზმი და თუ ეს ფუნქცია ჩამოერთვათ, მაშინ როგორ და ვინ განსაზღვრავს ცალკეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას?
მოქმედი მეთოდოლოგიის მიხედვით, თუკი სოც.აგენტის სუბიექტური შეფასების მიხედვით, ოჯახი უკიდურესად ღატაკად ან ღარიბად შეფასდებოდა, ამ შეფასებას დიდი წონა ჰქონდა და ქულების გამოთვლის ცვლადებში ის სხვა ცვლადებს „სჯაბნიდა“. სამწუხაროდ, ამ ჩანაწერმა დროთა განმავლობაში მახინჯი ფორმა მიიღო და მრავალი მაგალითი არსებობს, როცა უსამართლო გადაწყვეტილება გამომთვლელ პროგრამას სწორედ სუბიექტური ჩანაწერის გამო მიუღია. იმისთვის, რომ გამოირიცხოს სუბიქტივიზმი და ტენდენციურობა, ან ბენეფიციარსა და სოც.აგენტს შორის გარიგების შანსი, ახალი მეთოდოლოგიით, სოც აგენტს ექნება აღმწერის ფუნქცია- მან უნდა აღნუსხოს რა ვითარებაა ოჯახში იმ კითხვარების მიხედვით ,რომელიც მათ დაურიგდებათ.
როგორია ამჟამინდელი სტატისტიკა, იკლო თუ იმატა სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობამ?
მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება, ამდენად ძნელია იმის თქმა იკლო თუ იმატა. საშუალოდ ყოველთვიურად დახმარებას 420-430- ათასამდე ადამიანი იღებს. 2012 წლის შემდეგ, რაც სიები დაიწმინდა, დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად და საეჭვოდ იზრდებოდა.
რჩება რაიმე გადაუჭრელი პრობლემა ისეთი, რისი გადაჭრაც მხოლოდ სააგენტოს არ ძალუძს?
გადაუჭრელი პრობლემების რა გითხრათ, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს სხვადახვა სტრუქტურებთან რათა სრული ინფორმაცია მიიღოს კონკრეტული ბენეფიციარის შესახებ. ანუ გარდა უშუალოდ ოჯახიდან მიღებული ინფორმაციისა, მონაცემებს გდმოგვცემს შემოსავლების სამსახური, საჯაროო რეესტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ა.შ.ერთობლივი მუშაობით,ვფიქრობ გადაუჭრელი პრობლემა არ იარსებებს.
რა სიახლეებია ადმინისტრირების კუთხით? იცვლება სოციალური აგენტების ფუნქცია ან თუ მოხდება მათი მძიმე და დატვირთული შრომის შემსუბუქება?
აგენტების ფუნქცია არ იცვლება, თუკი არ ჩავთვლით რომ მის მიერ სუბიექტურად გამოთქმულ მოსაზრებას ქულის დათვლისას აღარ ექნება წონა. გარდა ამისა , მიდის მუშაობა იმაზე, რომ სოც აგენტმა სოციალურ მუშაკთან კოორდინირებულად იმუშაოს და ოჯახის გადამოწმებისას აგენტმა სოც.მუშკისათის საჭირო და აუციბელი ინფორმაციაც მოიპოვოს და გადასცეს სოც მუშაკს- ოჯახში ბავშვების მდგომარეობის და მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ.
_გმადლობთ.
სპეციალურად CTV-ისთვის ნათია ფეიქრიშვილი, გურამ არუთინაშვილი

snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow