ქველმოქმედება

banner_41

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, საქველმოქმედო აქციების ორგანიზება და განხორციელება.

საქართველოში შექმნილი სოციალური ფონის გათვალისწინებით, საკმაოდ აქტუალურია თავშესაფრების პრობლემა. სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნით ღამის გასათევი, არ აქვთ საკვები, არ არის მათთვის ექიმის მომსახურება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, პროექტი ეხება უსახლკარო ადამიანების ღამის გასათევი საშუალებით, საკვებით, ექიმის მომსახურეობით, ტანსაცმლით და სპეციალური სოციალური პროგრამით უზრუნველყოფას, რაშიც იგულისხმება ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია დაეხმარება მათ ჩაერთონ პროფესიული გადამზადების პროგრამაში შემდგომი დასაქმებით, ხოლო ბავშვებს მიეცემათ საშუალება სკოლებში მიიღონ სრულფასოვანი საშუალო განათლება.

საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჯავის ქუჩა მეხუთე შესახვევ #18-ში ფუნქციონირებს თავშესაფარი ,,თბილი სახლის’’ უსახლკარო მოქალაქეთათვის.

ამაწლის 8 მაისს ა. ხორავას სახელობის თეატრში საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრისა და ფონდ ,,ამაღლება 2012’’-ის ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ: გია ფეიქრიშვილის ბენდი, ჯგუფი ,,ბანი’’ და სხვ. კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება თავშესაფარ ,,თბილი სახლის’’ ფუნქციონირებას და ,,იმედის ქალაქის’’ მშენებლობას, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნება.

გთხოვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ პროექტის განხორციელებაში და გაგვიწიოთ დახმარება.  რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია Tibisi banki Aa/n   GE11TB0689036080100002.                       

    bankis kodiTBGBGI22

        s/k 400001207

 

 

snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow