24

საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილთან ორჯერ ქონდა კონტაქტი.

მისი თქმით, როდესაც პირველად მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილს შეხვდა, მან უთხრა, რომ ოღონდ გამოძიებისთვის თავი დაენებებინა და რაც უნდოდა ის ეთხოვა. მეორედ კი, ჟვანიას მეუღლის თქმით, სააკაშვილს საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ნინო ქადაგიძე-ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელებთან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

“ბარამიძე ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ჩემს სახლში ფეხი არ შემოუდგამს გარდა პირველი კვირისა, სანამ ყველაფერი გაირკვეოდა. მათ მოსასვლელი პირი არ ჰქონდათ და ამიტომ გოგორიშვილი, ბარამიძე, მაჭავარიანი და გოკა გაბაშვილი არიან კარგი შემსრულებლები, ზურა რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ. ზურა აღარ არის და ისინი ახლა რასაც სააკაშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ. მაგათ არა აქვთ არანაირი ღირებულება. ეგენი არ ხედავდნენ ზურა რა პიროვნება იყო? მაგრამ მითხარით ერთი შემთხვევა, რომ ამ ადამიანებმა რამეზე ხმა ამოიღეს. მე გაცილებით ბედნიერი ვიიქნებოდი, ზურას მეგობრებს გაეგრძელებინათ ის, რასაც ზურა აკეთებდა”, – აღნიშნა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

“მისი მტრებიც კი ზურას რჩევას ეკითხებოდნენ. ამას ვხედავდი. ხშირად გამიგია, როგორ ურეკავდა სააკაშვილი და ზურა ეუბნებოდა რა უნდა გაეკეთებინა მას”, – განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

http://sazogadoeba.ge/

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow