“ენერგო-პრო ჯორჯიას” სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს , – ამის შესაებ მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.
იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისია ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის აბონენტებისთვისაც, ეს გადაწყვეტილება ანალოგიურად გავრცელდება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანებზეც.
“დღეს მთავრობს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა გააჟღერა. როგორც მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის და მოხდება სუბსიდირება, ანუ ეს ადამიანები ვერ იგრძნობენ იმ კორექტირებულ ტარიფს”, – განაცხადა კალაძემ
წყარო:”ინტერ პრეს ნიუსი ”

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow