2.54 ლარი – ამ ნიშნულს მიაღწია დოლარის ფასმა კომერციულ ბანკებში. ექსპერტების შეფასებით, ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება და ამ ეტაპზე პროგნოზებიც დამაიმედებელი არ არის.

isari

სპეციალისტების ვარაუდით, თუ ეროვნული ვალუტა გააგრძელებს გაუფასურებას, ეს აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე და თუ ამ ეტაპზე მაჩვენებელი უკვე გასცდა 5 პროცენტიან ნიშნულს, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ინფლაციის მაჩვენებელი 7 პროცენტამდეც გაიზარდოს.

ასეთ შემთხვევაში ექსპერტები ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ვფიქრობ, ეროვნული ბანკი ჩაერევა, მას ბოლო სამი თვეა არ განუხორციელებია სავალუტო ინტერვენცია. 100 მილიონი რომ გაყიდოს ლარის კურსიც გამყარდება და ბაზარი დაწყნარდება,“ – აცხადებს საქართველოს ბიზნესპალატის პრეზიდენტი ემზარ ჯგერენაია.

comments