ლარის გაუფასურების ქრონიკა გრძელდება. დილიდან ოფიციალური გაცვლითი კურსი ამოქმედდა, რომელიც გუშინ ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა.

lari

ოფიციალური ინფორმაციით ერთი ამერიკული დოლარი 2.4170 ლარია.

კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ ჯიხურებში კი 1 ამერიკული დოლარი 2.49 – 2.54 ლარამდე მერყეობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. ოფიციალური ინფორმაციით 1 ევრო 2.7295 ლარია.

ევროს შესაძენად კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ ჯიხურებში 2.87 ლარია საჭირო.

comments