ეროვნული ვალუტა კიდევ ერთი პუნქტით გაუფასურდა. კურსის რყევის საფუძველს მთავრობა ვერ ხედავს და ვარაუდობს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრი ბიუჯეტის გადახედვას არ გამორიცხავს.

მთავრობასთან კოორდინირებულ მუშაობას ადასტურებენ ეროვნულ ბანკშიც. ლარის გაუფასურებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ მოლოდინს და შექმნილ პანიკას ასახელებს.

ეროვნული ბანკის მიმართ კვლავ ეჭვებს გამოთქვამენ მმართველ გუნდში. უმრავლესობა ლარის დასტაბილურების მექანიზმს ზედამხედველობის სამსახურის შექმნაში ხედავს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს.

ეროვნული ვალუტის ვარდნა დღეს საექსპერტო და ბიზნესწრეების დისკუსიის საგანი იყო.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, მარიამ შანშიაშვილი, თეიმურაზ ვარაზანაშვილი, თამარ შალოშვილი.

comments