ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე, მიიჩნევს, რომ დღეს ნომერ პირველი პრობლემა არის ინფლაცია.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

goco

„აქ არის ალტერნატივა, თუ რომელი არის მნიშვნელოვანი ორი უარესიდან, ინფლაციის ზრდა თუ ეკონომიკის დაცემა. დღევანდელ ვითარებაში ნომერ პირველი პრობლემა არის ინფლაცია. მთელმა ამ ეკონომიკურმა შეცდომებმა გააჩინა ინფლაციის საფრთხე. როდესაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა ლაპარაკი, რომელიღაცა უნდა გაიწიროს რაღაცის სასარგებლოდ. დღეს საზრუნავია ინფლაცია და, თუკი გაიწირება ეკონომიკური ზრდა, ცხადია, ეს გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას. მაგრამ დღეს პირველ რიგში საზრუნავია არა ეკონომიკურ ზრდა,  არამედ ინფლაცია,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე მთავრობას არაპოპულისტური ბიუჯეტის დაგეგმვას ურჩევს.

„მთავრობამ უნდა დაანებოს პოპულისტური ბიუჯეტის შედგენას თავი,“ – ამბობს გოცირიძე.

comments