ლარში გაცემული იპოთეკური და ბიზნეს სესხები 1 პროცენტით გაიზარდება. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა კი 8 ათას 600-ს აღწევს, შესაბამისად ამდენივე მოქალაქესსესხისპროცენტი გაუძვირდებათ.

aqasssaqzxcxza

სავალუტო რეზერვების გატანასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა რეფინანასრიების განაკვეთიც გაზრდა.

ეს პირველი შემთხევევაა, როდესაც ქადაგიძის უწყების გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკის მიზეზი არ გამხდარა.

რეფინანსირების განაკვეთის მომატებით, ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, ლარის გამყარებას და ინფლაციის შეჩერბას შეძლებას, თუმცა უცნობია რა პერიოდით.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს საპარლამენტო უმცირესობა. ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ მთავრობამ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

ოპოზიცია ეკონომიკის ზრდის შეჩერებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას პროგნოზირებს. მათივე განმარტებით, მეორე მხრივ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ინფლაცია შეჩერდება.

comments