ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალბერტ სელადესი “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ჟურნალისტი:რა გაგიგიათ ქართული ფეხბურთის შესახებ? და თუ შეგიძლიათ ნაკრების სუსტ და ძლიერ მხარეებზე ისაუბროთ?

სელადესი: საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს ვიცნობ და ასევე 16 წლამდე ნაკრებს, რადგანაც საქართველოში ადრეც ვიმყოფებოდი. შეხვედრამდე მეტოქის თამაშს ვეცნობოდით და ახლაც, რაც თბილისში ვართ ვცდილობთ, რომ საქართველოზე მეტი გავიგოთ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ძირითადად 21 წლამდე ნაკრების მოთამაშეებს ვიცნობთ, ხოლო ხვალინდელი მატჩისთვის ბოლომდე მზად ვართ.

ჟურნალისტი:ერთ-ერთმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, სერიოზულია დაზიანება?

სელადესი: არა.

ჟურნალისტი: ესპანეთის ნაკრები მთავარი დანაკლისი ხოსე ლუის გაიაა, რომელიც ტრავმირებულია, ვინ შეცვლის მას?

სელადესი: დიახ, სამწუხაროდ ხოსე ტრავმირებულია და თბილისშიც არ იმყოფება. ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, თუ ვინ ითამაშებს მის ნაცვლად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებების დაპირისპირება “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე ოთხშაბათს 21:00 საათზე დაიწყება.

http://worldsport.ge/

comments