საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ “დალას მავერიკსის” რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა. წინასასეზონო შეხვედრაში ტეხასელები შინ “დენვერთან” 86:96 დამარცხდნენ. ზაზა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 22 წუთი და 51 წამი დაჰყო. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 4 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და ერთი ბლოკი შესძინა.

მატჩში ყველაზე მეტი 18 ქულა “დალასის” ფორვარდმა ჩარლი ვილანუევამ ჩააგდო.

“დალასი” მორიგ წინასასეზონო შეხვედრას 8 ოქტომბერს თბილისის დროით 04:00 საათზე “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.

comments