საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმინიტრი ქუმსიშივლმა განაცხადა, რომ მოთხოვნა დავით ნარმანიას გადადგომასთან დაკავშირებით არაადეკვატურია.

რაც შეეხება ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი მერიის საქმიანობაში ერევა, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“როგორც კოლეგას ვიცნობ ბატონ იოსებს. ეს არის პროფესიონალი ადამიანი. მე არანაირი ჩარევა მისი მხრიდან არც ერთ თანამდებობაზე არ მინახავს, არც მიგრძვნია და მგონია, რომ ახლაც არანაირად არ ერევა. ამ კაცმა იცის მისი მანდატი რა არის და რას აკეთებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

comments