თბილისში, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩის 49-ში, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ტყვია მოხვდა ”რედისონში” მდებარე სამორინეს ფანჯარას.

comments