“ჩვენი გმირები ხართ თქვენ” – ამ სიტყვებით დახვდნენ დღეს, თბილისის დროსით 03:30 წუთზე სამშობლოში დაბრუნებულ ბორჯღალოსნებს აეროპორტში გულშემატკივრები.

პირველი გამოსასვლელიდან ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გამოვიდა, რომელსაც ბორჯღალოსნების ის ნაწილი გამოჰყვა, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება მოახერხეს. ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე არ ჩამოსულა, სამშობლოში დაბრუნებულ ბორჯღალოსნებს შორის არც მეკო კვირიკაშვილი იყო.

“რაგბი ჩვენი თამაშია”- დამხვედრთა უმეტესობას მაისურები ამ წარწერით ეცვა. გულშემატკივრები ბორჯღალოსნებს “საქართველოს” სკანდირებით და ოვაციებით შეხვდნენ.

lashalomidze-cr-739x428 ragbiati ragbieqvsi ragbiotxi ragbirva ragbisami ragbishvidi ragierti

 

comments