მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აწუხებთ იოსელიანების პენსიონერ ოჯახს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისის და ფასების ინფლაციის გამო მათი ხარჯი გაიზარდა და პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილესთან საუბარში მოხუცები ამბობენ, რომ საკვების და მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. სოციალურმა სააგენტომ კი მათ ქულები ისე გაუზარდა, რომ სოციალური აგენტი არც კი მისულა მათ შესამოწმებლად

“ცინიზმია ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც საქართველოში არსებობს 30 ათასი ოჯახი, რომელსაც შეუჩერეს სოციალური დახმარება. თუ ივანიშვილი კეთილს ინებებს და შეუმცირებს პრემიებსა და დანამატებს თავის მაღალჩინოსნებს, სავსებით შესაძლებელი იქნება, რომ პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაეზარდოთ,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

comments