რუსთავი 2-ის საქმეზე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. სოზარ სუბარის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ხდება.

„მოსამართლე ურთმელიძესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო, უზენაესი სასამართლო, სააპელაციო, პირველი დონის საერთო სასამართლოები, თუ საარბიტრაჟო არსებობს, საარბიტრაჟო სასამართლოც, არიან ისეთი თავისუფლები, როგორც არ ყოფილან არასდროს, ხელისუფლების მხრიდან არ არის ზეწოლა,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

comments