Wales online ატარებს გამოკითვას – უნდა ითამაშოს თუ არა საქართველომ ექვს ერში?

ამ დროისთვის გამოკითხულთა 86% თვლის, რომ საქართველოსთვის უნდა გაიხსნას 6 ერის კარი დაბორჯღალოსნებმა უფრო მაღალი დონის ნაკრებებთან შეძლოს ასპარეზობა.

“6 ერი ეს არის ჩვენგან დაუმოუკიდებელი და კომერციული ტურნირი. ჩვენ ვერ მოვახდენთ მათზე გავლენას. მათ თავად უნდა გადაწყვიტონ გაფართოების საკითხი. თუმცა, რაგბის მართველმა ორგანიზაციამ უნდა იფიქროს საქართველოსა და იაპონიის მეტ ინტეგრაციაზე, რათა ამ გუნდებს ტოპ ნაკრებებთან თამაშის მეტი გამოცდილება ჰქონდეთ. ასეთმა გადაწყვეტილებამ რა შედეგიც გამოიღო არგენტინის მაგალითზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ “, – განაცხადა World Rugby-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრეტ გასპერმა.

comments