რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მ განაცხადა, რომ ვერ მიიღებს დელეგაციას, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობს.
ლავროვის თქით, მედვედევი აშშ-ში ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინაციის განხილვას გეგმავდა.
„შეერთებული შტატებიდან გვიპასუხეს, რომ მოსკოვში ამერიკის დელეგაციის გაგზავნა ვერ ხერხდება და ვერც რუსული დელეგაციის მიიღება“,-განაცხადა ლავროვმა რუსეთის სათათბიროში გამოსვლის დროს.