პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე,  გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები  არ დაზარალდება.

საქართველოს არ განუხორციელებია აგრესია, სხვის ტერიტორიაზე არ გადასულა და ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია. ამდენად, აქ საქართველოს ბრალეულობა არ შეიძლება იყოს.

“რუსეთმა ძალიან მზაკვრული გონივრულობით დაგეგმა მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში – კერძოდ კი, საქართველოში შემოჭრა და აქ სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ეს გეგმა რუსეთმა განახორციელა იმ მძიმე სტრატეგიული შეცდომების საფუძველზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნებსით თუ უნებლიედ დაუშვა. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის და იმავე დღეებში განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს მნიშვნელოვანწილად აისახა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ისევე როგორც ევროკავშირის სპეციალური კომისიის მასალებში” – აცხადებს გია ვოლსკი

მისივე შეფასებით, ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი ბოლომდე გარკვეული არ არის საქმეში, რადგან მას საშუალება არ ჰქონდა, ქართული მხარის მიერ შეგროვილ მასალებს გასცნობოდა.

http://primetimenews.ge/

comments