ვერძი
ენერგიული და მიზანდასახული ხართ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. საღამო სასიამოვნო შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

კურო
კარგი დღეა სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად. ნუ გადავარდებით ილუზიებში. ახლობლები სიურპრიზებით გაანებივრეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.

ტყუპი
სამსახურის საქმეების მიუხედავად ყურადღება არ მოაკლოთ ახლობლებს. მოიკითხეთ ნათესავები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობენ. ზოგიერთებს ფინანსური კეთილდღეობა ელით.

კირჩხიბი
დღეს ამაღლებულ განწყობაზე ხართ და სამსახურისა და საოჯახო საქმეების პარალელურად საკუთარი თავი გაანებივრეთ – მოწონებული ნივთი შეიძინეთ, მასაჟი გაიკეთეთ, ან კინოთეატრში ფილმის პრემიერას დაესწარით.

ლომი
ენერგიული და ორიგინალური იდეებით

აღსავსე ხართ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთები ახალ თანამოაზრეებს, მეგობრებს გაიჩენენ.

ქალწული
ზოგიერთს ჰობი შემოსავლის წყაროდ გადაექცევა. კარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოსამჟღავნებლად. ეცადეთ, ნებისმიერი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს.

სასწორი
მოაგვარეთ კონფლიქტური სიტუაციები, შემოირიგეთ განაწყენებული მეგობრები, გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. კარგი დღეა უცხო ენის ან ახალი პროგრამის შესასწავლად.

მორიელი 
დაივიწყეთ შიშები და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური და სოციალური მდგომარეობა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოამჟღავნეთ იუმორის გრძნობა.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე ელით შემოქმედ ნიშნებს და ტექნიკურ სფეროში მომუშავეებს. კარგი დღეა უცხო ენის, კულტურის შესასწავლად; მოგზაურობისთვის.

თხის რქა
დადებით განწყობაზე სასიამოვნო მუსიკა დაგაყენებთ. შეეხმიანეთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი გამხიარულება შეუძლია. საღამო ნათესავებთან ერთად ოჯახური საკითხები განიხილეთ.

მერწყული
ხალისიანი და დადებითი ემოციებით დატვირთული დღე გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან და გაიჩინეთ ახალი მეგობრები, თანამოაზრეები. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის და მათთან ერთად იმხიარულეთ.

თევზები
დილით გამოიძინეთ. სასიამოვნო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. შეეხმიანეთ ახლობლებს.საღამოს დრო მოიტოვეთ მეგობრული შეხვედრებისთვის.

comments