bokeria
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივან გიგა ბოკერიას განცხადებით, NDI-ს კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს, ყველაზე დემოკრატიული არჩევნების პირობებშიც კი, გამარჯვების შანსი არ აქვს.

„ეს სკვლევა ქვეყანაში არსებულ იმ რეალობას ასახავს, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდა შექმნა. მათ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყვათ და საზოგადოება ამას ხედავს. სწორედ ამის შედეგია რეიტინგის კატასტროფული ვარდნაც. შეიძლება ითქვას, რომ მათ ქვეყნის მართვის მანდატი აღარ აქვთ, მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“, რომლებიც რეიტინგში მმართველ გუნდს უსწერებს, დიდი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი, რათა ყველა მოქალაქამდე მიიტანონ ის ხედვა და გეგმა, რომელიც ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის დაეხმარებათ.

“ჩვენ გვაქვს ამის კომპტენცია, რადგან ბევრი რამ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკეირას კომენტარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

comments