lora
ცხადია, რომ ეს არ არის ერთი, ან ორი პარტიის მიმართ იმედგაცრუება, ეს არის მთელი პოლიტიკური სისტემის, ყველა პარტიის მიმართ იმედგაცრუება.

ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას პრაიმტაიმს განუცახადა.

„მოსახლეობის 42 %-მა თქვა, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას ახლოს. რთულია იმაზე სპეკულირება, რატომ არის ასეთი სურათი, მაგრამ ჩემი აზრით, ცხადია, რომ ეს არ არის ერთი ან ორი პარტიის მიმართ იმედგაცრუება, ეს არის მთელი პოლიტიკური სისტემის და ყველა პარტიის მიმართ იმედგაცრუება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პოლიტიკოსებისვთის შანსი და სიგნალი, რომ უფრო მეტად ისაუბრონ მოსახლეობასთან იმ თემებზე, რომელიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ:,-განაცხადა ლორა თორნტონმა.

NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42%-მა აირჩია კატეგორია – “არც ერთი პარტია”.

პარტიების მიერ მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 14%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 13%; თავისუფალი დემოკრატები -4%; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 4%; ლეიბორისტულ პარტია – 3%; გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობა – 3% და კატეგორია “სხვა” – 3%.

კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.„

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს

comments