ier
დაძაბული ვითარება იერუსალიმსა და მის შემოგარენში ისევ რჩება. პალესტინელი, ახალგაზრდა ჰებრონზე ჯარისკაცს დაესხა თავს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელი საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს, მძიმედ დაიჭრა მისი ხუთი თანამოაზრეც.

ბოლო მონაცემებით, ორ კვირიანი თავდასხმებისა და არეულობის შედეგად 41 პალესტინელი და 7 ებრაელი დაიღუპა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებები სამხედროებსა და პალესტინელებს შორის არ წყდება. ისრაელის პრემიერმა ვითარების დასარეგულირებლად პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

ინიციატივას ისრაელისა და პალესტინის მოსახლეობამ დაუჭირა მხარი, რომლებმაც იერუსალიმში მშვიდობის მარში მოაწყვეს.

comments