get_img
“ვარსკვლავები” და ოქროებიც თან წაიღე, როცა წახვალ – ამ სიტყვებით ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პასუხობს.
ქიბარ ხალვაში შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“შევარდნაძის სიტყვები, ამ სიტყვების შემდეგ ის სახლში წავიდა მშვიდობიანად. ცოტა ხანს მოგიწევს ჩემი დავალებების მოსმენა პრანჭიავ. არ გინდა შორიდან ვაჟკაცობა. “ვარსკვლავები” და ოქროებიც თან წაიღე, როცა წახვალ. იმედია, იმდენი არ გაგიფუჭებია რომ ვანოსთან მოგიწიოს ყოფნა. შევწუხდებოდი ნამდვილად“,- წერს ქიბარ ხალვაში.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წამყვანის კითხვაზე, თუ რა ბედი ელით ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტებს, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ თანამშრომლები წნეხისგან გათავისუფლდებიან. ხალვაშის თქმით, “რუსთავი 2″-ში იმუშავებს ყველა ჟურნალისტი, რამდენიმე ზონდერ ჟურნალისტის გარდა, საუბარია არაუმეტეს 10 ადამიანზე”.
ხალვაშის აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამია.
“მანამდე არ აგიდგა გვერდები ქიბარ ხალვაშო, შენი პატრონებიანად, ჩემი ვარსკვლავი ჟურნალისტები შენი გასაგდები სანამ არ გახდება. იჯექი მანდ გამოუსვლელად მიუნხენში და შეირგე შენი პოლიტიკური თავშესაფარი და ნუ დაიპარები აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, თორემ მაგასაც დაკარგავ და წასასვლელიც აღარსად გექნება“, – წერს გვარამია.

comments