nukri
ქართული ოცნების
 ერთ-ერთი ლიდერი, ნუკრი ქანთარია, გავრცელებულ სკანდალურ კადრებს აფასებს და ხელისუფლების მიერ კადრების გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს, რომ კადრები მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა გაყიდეს და მათ შორის ერეკლე კოდუას ასახელებს.

„რატომ ფიქრობთ, რომ ამ კადრების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და რატომ არ გაქვთ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ უკრაინაში გაქცეულია იმ 12 მსჯავრდებულიდან, ვისაც ამ კადრების გამო აქვს მისჯილი, იქნებ მათ ვინმეს მიჰყიდეს ეს კადრები? კოდუას შეხვედრებზეც იყო პრესაში დაწერილი. რატომ გინდათ, რომ ყველაფერს ცალმხრივად მიუდგეთ,“ – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ქანთარიამ NDI-ის კვლევის შედეგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა, მისი განცხადებით, ეს კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“გეგმის ნაწილია და არ გამორიცხავს, რომ ამ გეგმის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაც იყოს.

„ეს არის დათვური სამსახური ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელიც განწირულად ცდილობს, რომ რაღაცნაირად ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას. ეს პოლიტიკური ძალა ამისთვის ყველაფერს გაწირავს, მათ შორის რუსთავი2-საც მსხვერპლად შესწირავს. ასევე გამორიცხული არ არის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, რადგან კონსტიტუციურად ნაციონალური მოძრაობა  ხელისუფლებასთან მიახლოებასაც კი ვერ მოახერხებს,“ – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ქართული ოცნების წევრი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რუსთავი2-ის დახურვა ისევნაციონალური მოძრაობის ინტერესშია.

„ეს მოხდება მხოლოდ იმის იმიტაციისთვის, რომ ხელი ხელისუფლებისკენ გამოიშვირონ.რუსთავი2-ის სახინკლედ გადაკეთებას არავინ აპირებს. მიმდინარეობს კერძო დავა,“ – ამბობს ნუკრი ქანთარია.

http://marshalpress.ge/

comments