ani na
„რატომღაც ყველა დამნაშავეს საეჭვოდ აფარებს ხელს ხელისუფლება. მთავარი მოქმედი პირი, რომელიც კადრებშიც ჩანს და საქმეშიც ფიგურირებს არის ყოფილი პოლიციელი ვინმე ბალოიანი, რომელიც არამცთუ ციხეში არ ზის, მისთვის ბრალიც კი არავის წაუყენებია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი წერს. მისივე თქმით, წესით და რიგით, ეს კადრები საჯარო არ უნდა გამხდარიყო, თუმცა ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა და წინასაარჩევნოდ მაინც „გამოაგდო“

„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ბრუტალურ და ამაზრზენ კადრებს:

ამ კადრების შესახებ 3 წელია გვესმის, ისიც გვესმის, რომ შსს-მ საგულდაგულოდ გაანადგურა და “წესით და რიგით” ეს კადრები არ უნდა გამხდარიყო საჯარო, თუმცა ყველა ირგვლივ იძახდა, რომ საარჩევნოდ გამოაგდებენ და ამის მოლოდინი დიდი იყო, სხვა გზა აღარ დარჩათ, რითაც მოვიდნენ, იმით უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება. დღეს ოცნების რეიტინგული კრახის შემდგომ და ორშაბათის რუსთავი2-ის განაჩენის დადგომის შუალედში პრორუსულ ინტერნეტ საიტზე ჩნდება ეს საზიზღრობა. ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, რომ ხელისუფლებამ გამოაგდო დღევანდელი და ხვალინდელი მოვლენების გადასაფარად, დღეს მოდულის შენობაში სუს-ის თანამშრომლები ფეისბუკზე მხოლოდ ახალ-ახალი ექაუნთების შექმნით იყვნენ მთელი დღე დაკავებულები და მასიურად ავრცელებდნენ ამ კადრებს. მაგრამ აღარ გიშველით ახალი ბედუკაძეები და აი, რატომ:

დღეს დეტალურად გავარკვიე ამ კადრების ამბავი, რატომღაც ყველა დამნაშავეს საეჭვოდ აფარებს ხელს ხელისუფლება. მთავარი მოქმედი პირი, რომელიც კადრებშიც ჩანს და საქმეშიც ფიგურირებს არის ყოფილი პოლიციელი ვინმე ბალოიანი, რომელიც არამცთუ ციხეში არ ზის, მისთვის ბრალიც კი არავის წაუყენებია. ნუთუ ვერ ხედავთ მსგავსებას ე.წ. “ცოცხების კადრებსა” და ამ ამაზრზენ კადრებს შორის?! რატომ არ სჯიან დამნაშავეებს?! რატომ არ კითხულობს აღშფოთებული საზოგადოება ვინ არის ის ნაძირალა, რომელმაც ასეთი სისაძაგლე ჩაიდინა?! რატომ დუმს პროკურატურა?! რატომ გაუფორმეს საპროცესო სასტიკ დამნაშავეებს მარლესი (მაცი) ხვიტიას და გოჩა შონიას, იმ სადისტებს, ვისაც დაზარალებული ადებდა ხელს?! რატომ უშვებენ დღე-დღეზე ციხიდან იმ ყავარჯნებიან კრიმინალს თემურ უბირიას, რომელიც ორი წელიც კი არ მჯდარა ციხეში?! რატომ აყურებინებთ ბავშვებს ასეთ სადიზმს?!

თქვენ, ვინც ამას ავრცელებთ, ივანიშვილის თამადობით ხართ მანიაკები!!! თუმცა რა გასაკვირია, თქვენ ხომ 9 თვის ბავშვის სისხლით მოხვედით, სისხლით, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩამოიბანთ თქვენი ბინძური ხელებიდან. ახლა ვიღაც ფსიქიურად აშლილი ქოცი იტყვის – “შენს მანიაკ ქმარს მიხედეო”. წინასწარ გიპასუხებთ: ჩემი 13-ჯერ გამართლებული ქმარი ვაშლის თლისთვის ზის ციხეში უკვე 3 წელია, და ერთადერთი სიკეთე, რაც ოცნებამ გააკეთა, არის ის,  რომ მიდგა ბაჩო ახალაიას დიდი “შლანგით” და ჩამორეცხა ყველა ის სიბინძურე, რომელსაც გულმოდგინედ და მიზანმიმართულად თხზავდნენ რუსული სპეცსამსახურის ქართველი თანამშრომლები, რომლებიც დღეს თბილ სკამებზე არიან მოკალათებული თანამდებობებზე. ასე რომ ჩუ!!! თქვენი კრინტი არ გავიგო ივანიშვილის სინდრომით დაავადებულნო”- წერს ნადარეიშვილი.

comments