rusta
რუსთავის მოსახლეობას ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან “რუსთავის წყალი” აცნობეს, ხვალ დილიდან ქალაქის წყალსადენის შიდა კვარტლურ ქსელებზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ტექნიკური სამუშაოები ერთდროულად წარიმართება მშვიდობის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე გამავალ 800 მმ-იან მაგისტრალურ მილდენებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე გამავალ 500 მმ-იან მაგისტრალს, ასევე, შეკეთდება მეორე აწევის სატუმბო სადგურის ტუმბო-აგრეგატი. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, 20 ოქტომბერს, 10:00-დან 21:00 საათამდე რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია “რუსთავის წყალი”, წყლის შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტის გამო თავის მომხმარებელს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ შეეცდება, სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

comments