tamaz_55fb3

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით და მიზეზებიც განმარტა. ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვას რუსთავი 2-ის საქმეზე, თამაზ ურთმელიძე განაგრძობს.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასული სიუჟეტები დაურთო, რომელშიც თამაზ ურთმელიძის დედის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი. ამასთან, მოპასუხე მხარემ სიუჟეტების გარდა, სასამართლოში წარადგინა იუსტიცის მინისტრის თეა წულუკიანისა და მანანა კობახიძის განცხადებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარის პოზიცაა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე არის მიკერძოებული და მან თავი ამ საქმიდან უნდა აიცილოს. ამასთან, მოპასუხე მხარემ შუამდგომლობა დაურთო თამაზ ურთმელიძის მეუღლის, გურანდა გურგენიძის ფეისბუქზე გაკეთებული პოსტები, სადაც იგი “რუსთავი 2”-ის მიმართ კრიტიკულია. მათ შორის, ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, გურანდა გურგენიძეს გაზიარებული აქვს ნიკა გვარამიას ინტერვიუ, რომელზეც წერს, რომ გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ეს გამოსვლა დახვეწილი არამზადის გამოსვლას ჰგავს. მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან ქიბარ ხალვაშის ადვოკატები.

პირველირადიო

comments