nacio
თავდასხმა ოპოზიციაზე. დღეს ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ქართული ოცნების აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისებში შეჭრა სცადეს.

თავდასხმებში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვდნენ.

ქართული ოცნების მხარდამჭრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ოთარ ლორთქიფანიძე თვითმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებისთვის სასამართლომ 50 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ მალევე გაათავისუფლა.

რეგიონებში ნაცონალური მოძრაობის ოფისებში შეჭრის ფაქტებში ხელისუფლების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში, ისინი მომხდარს, ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შედეგს უკავშირებენ.

ოპოზიცია პასუხსმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და დესტაბილიცაზიის მცედელობაში ადანაშაულებს.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

comments