eka

ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც იგი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამი წლის წინანდელი წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები ვრცელდებოდა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტში:

“ახლახანს შემოვედი ფეისბუქზე. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო მას შემდეგ, რაც ეს კადრები ვნახე. ჩემს სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეზიზღებით ყველა, ვინც ამაში ერთი პროცენტით მაინც იყოთ გარეული. სხვა თემაა, რომ ეს ჩანაწერები უნდა წაშლილიყო, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ არ უნდა გავრცელებულიყო და ეს შეიძლება ხელოვნურად მომხდარიყო- კადრების გავრცელება. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ვინ აკეთებდა ამას? ვინ უკვეთავდა? ვინ იღებდა? სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ვინ ხართ???? გამოიძიეთ, დაამტკიცეთ, ხალხი არ ხართ? გასკდა ეს გული, რას გვერჩით?!!!!!”
ეკა ხოფერიას სტატუსს თამარ ჩარგოლეიშვილი გამოეპასუხა და მათ შორის მწვავე დისკუსია გაიმართა:

 

თამარი:
“სამი წლის წინ არ შეგზიზღდა?”
ეკა:
“არ მინახავს 3 წლის წინ თამარა, ახლა ვნახე…. საშინელებაა…”
თამარი:
“არც ახლა მინახავს, არც მაშინ – ზოგადად ინდოეთის ოკეანის ნახვა არ მჭირდება, იმის აღსაქმელად, რომ სველია და ტალღები იცის.
უბრალოდ ძალიან აღელვებული ჩანხარ იმისთვის, რაც სამი წლის წინ გაირკვა. არ დაგიმალავ, სიყალბის ელფერიც დაკრავს ამ აღშფოთებას – იცი რას გავს? აი, ადამიანი რომ აღსაშფოთებელს ეძებს და ძველ გაზეთში იპოვის.”
ეკა:
“მე თუ ვეძებ მიზეზს აღშფოთებისთვის, რა გითხრა… მე მინდა, რომ ეს მორჩეს და დამნაშავე დაისაჯოს. მეზიზღება სისტემა, სადაც ასეთი რამ ხდება. დღეს პირველად ვნახე. ჯობდა, არ მენახა…”
თამარი:
“ააა, მე მეგონა გეყვარებოდა.”
ეკა:
“რა მეყვარებოდა?
შენგან მიკვირს, ამას რომ წერ…”
თამარი:
“ირონია გიკვირს ჩემგან?
რას არ გაიგებს კაცი.”
ეკა:
“არა, თამარა, ირონია არა, მგონია, ხვდები, რაც…”
თამარი:
“ეკა, ყველაზე სწორი ადამიანებთან კომუნიკაციაში პირდაპირობა მგონია- მე
რასაც ვხვდები დავწერე. აი შენ რა გიკვირს, ვერ გავიგე და ეგეც დავწერე.
ისე შენც კოლმეურნეობის მოედანზე ნახე? იქ მოაწყო საჯარო ჩვენება იმ ორგანიზაციამ, ვინც ცოტა ხნის წინ შენი დის სახლს პამიდვრებს ესროდა.”
ეკა:
” თამარა, რას ნიშნავს რა მიკვირს. ეს არ უნდა გამოიძიონ? არ უნდა დამთავრდეს?”
თამარი:
” რასაკვირველია. როგორც პრემიერი ამბობს გამოძიებულია და ყველა ციხეში ზისო.
გარდა მეგის ქარდავასიო.”
ეკა:
” არა, კოლმეურნეობის მოედანზე არ ვყოფილვარ. ვნახე აქ, ფეისბუქზე. შენ არ გაინტერესებს, ვინ ჩაიდინა ეს და რომ ამის ჩამდენი დაისაჯოს?”
თამარი:
” რასაკვირველია მაინტერესებს და გავარკვიე – ამ კონკრეტულ ინციდენტზე ნაწილი დასჯილია, ვინც პროკურატურასთან ითანამშრომლა, თავისუფალი – ბედუკაძის, ბასტი-ბუბუს და სხვა ციხის მწამებლების მსგავსად.”
ეკა:
“ძალიან კარგი თუ დასჯილია, შენს ინფორმირებულობაში ეჭვი არ შემაქვს, თუმცა, მაინც გადავამოწმებ ბასტი- ბუბუსაც და ბედუკაძესაც…”
თამარი:
“რას გადაამოწმებ? იმას, რომ ბედუკაძე როგორც ივანიშვილის მოკავშირე – თავისუფალია?
“შენ რა ამართლებ იმას რაც კადრებში ვნახეთ?” – ამ კითხვას სერიოზულად სვამ, თუ “პროსტა”? 
რაც შეეხება გიგის და გიორგის – აბა იმ ხალხს კითხე, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჯერ შენი დის სახლს დაუშინა კვერცხები, ახლა კი ამ კადრების საჯარო ჩვენება მოაწყო თბილისის ცენტრში. 
თუმცა ეს ხომ “ცალკე” საკითხია და არანაირ კავშირში არ არის, სამი წლის წინ აღმოჩენილი კადრების ხელახლა დატრიალებასთან.”
ეკა:
“და როგორ ფიქრობ, ფეხბურთის ფედერეაციის ამბებს ვამართლებ? ან სადმე ნახე მსგავსი პოზიცია. ესეც დავწერე მაშინ, როცა მოხდა. არა, რა შემომეჭერი. ოკ.”
თამარი:
“თანაც ის სისტემა ხომ დაინგრა. ახლა ახალი სისტემაა, სადაც სამართალი ზეიმობს.
ჰო მართლა, რუსთავი 2-ის აქციაზე ხომ არ მოდიხარ? გნახავდი. 
გამიკვირდება იქ რომ ვერ გნახო, მახსოვს ეთერი შუაში გაწყვიტე, სპიკერების რიგითობას მკარნახობენ და აუტანელია ზეწოლაო. 
დარწმუნებული ვარ სასამართლოსთანაც იტყვი სათქმელს…”
ეკა:
“კარგი თამარა, რუსთავი ორის უფლებების დაცვის კარნახი არ მჭირდება არავისგან, ჩემს აზრს და პოზიციას გამოვხატავ ყოველთვის და მხარს ვუჭერ. თუ არ იცი, გეტყვიან რუსთავი ორიდან.”
თამარი:
“ამ კადრებზე გაგახსენდა, რომ რუსთავი ორი იმ “სისტემის” სამსახურშია ვინც “კაცების გაუპატიურება მოიტანა” და ამიტომ გადაიფიქრე.
ჰო, და მე არაფერს გკარნახობ – გესაუბრები.”
ეკა:
“ამ კადრებზე ის გამახსენდა, რაც დავწერე. კავშირში არაა რუსთავი ორთან!”
თამარი:
“გამჭრიახ ადამიანს სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩება, გამოქვეყნების დროს თუ მიაქცევს ყურადღებას. თუმცა ეს “ცალკე საკითხია”.
ეკა:
“არ ვიცი, გამჭრიახ ადამიანებზე არ ვთვლი პოსტებს.”
თამარი:
“ვხვდები.”
comments