ალეკო ელისაშვილი პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს. სპეციალური განცხადებით საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ე.წ. კოკაინის საქმეზე შესაძლო კორუფციულ ფაქტზე გამოძიებას შეწყვეტას გამოეხმაურა.

ალეკო ელისაშვილმა ყურადღება 3 გარემოებაზე ამახვილებს. მისი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება პროკურატურის მტკიცება იმის შესახებ, რომ აპრილამდე ეკავა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოზიცია.

დეპუტატი პროკურატურას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკითხვის ოქმის დამალვასა და ტელეფონის ექსპერტიზის გაყალბებაში ადანაშაულებს. ის დამატებითი კვლევისთვის აპარატის საზღვარგარეთ გაგზავნას გეგმავს

comments