ქვეყნის საგარეო კურსზე ზრუნვით ხსნიან რესპუბლიკურ პარტიაში არჩევნებამდე კოალიციაში დარჩენის გადაწყვეტილებას.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განმარტავს, გაერთიანებასა და მთავრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუკი თანამშრომლობა შეუძლებელი გახდება.

„ჩვენი გასვლით რომ არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის საგარეო კურსზე ან ქვეყნის სტაბილურობაზე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავტოვოთ კოალიცია, იგულისხმება სამთავრობო პოზიციები და უმრავლესობა პარლამენტში და ეს გავაკეთოთ მხოლოდ მაშინ, თუ თანამშრომლობა შეუძლებელი გახდება,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

comments