სხვადასხვა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში არსებული კომპანია ლინდენ მენეჯმენტისმეშვეობით, ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია RAFROT PHARMACEUT CAL -ში წილს ფლობს.ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ 2016 წელს ივანიშვილმა დაახლოებით 100 მილიონი  ამერიკული დოლარი, შვეიცარულ ბანკ კრედიტ სვისის ანგარიშიდან, სწორედ რაფტორთანდაკავშირებული საბანკო ოპერაციების გამო დაკარგა, თუმცა მის მიერ 2012 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ასევე არ იყო ნახსენები ბანკ კრედიტ სვისის ანგარიშზე შენახული ეს თანხა.კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ოფშორში დარეგისტრირებული  არაერთი კომპანია, რომლებიც საქართველოში  შვილობილ კომპანიებს ფლობენ. მაგალითად კომპანია VANITIY OVERSEAS LTD, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მას სამშენებლო კომპანია შპს ბურჯი, ასევე შპს ავიასერვისი და შპსაკვაცენტრი ეკუთვნის. შპს ბურჯის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ექსპრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრი. საინტერესოა კიდევ ერთი ოფშორული კომპანია, რომლიც ასევე ბიძინა ივანიშვილის სახელებთან არის დაკავშირებული -პანამაში რეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL -ია, რომელიც საქართველოში შპს ოლდ სითი დეველოპმენტს  ფლობს. ეს კომპანია პროექტ პანორამა  თბილისის ახორციელებს. ექსპრემიერმინისტრთან ასოცირებული ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიებს საქართველოში ერთი წარმომადგენელი ჰყავთ, ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი, თუმცა არც ერთი კომპანიის დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილის გვარი ოფიციალურად არ ფიგურირებს.

comments