საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და მოსაკ ფონსეკას პანამის სათაო ოფისს შორის შემდგარი ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ არაერთი მოთხოვნისა და სოლიდური ჯარიმის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი კომპანიას საკუთარი პასპორტის ასლს არ უგზავნიდა. ამის შესახებ განცხადებას გადაცემა აქცენტებთან პროექტ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეგიონალური დირექტორი დევიდ ბლოსი აკეთებს. დევიდ ბლოსი ნინო ბაქრაძესთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა იმ მასალებს, რომლებიც 2011-2015 წლებში მოსაკ ფონსეკასოფისებს შორის მიმდინარე მიმოწერასა და მასზე მიმაგრებულ დოკუმენტებს მოიცავს. ბლოსი ყვება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ცდილობდა თავი აერიდებინა პასპორტის ასლისა და სხვა მონაცემების გაგზავნისგან. თუმცა დევიდ ლოსის განცხადებით, ის  კომპანია  ლინდენ მენეჯმენტზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან მისი თქმით, დოკუმენტებში არ მოიპოვება ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც კომპანიის საქმიანობას ნათელს მოჰფენს.  „ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში არაფერია ისეთი, რაც ნათელს მოჰფენდა კომპანიის საქმიანობას. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა სწორედ ეს კითხვები გაუგზავნა შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, თუ არ ვცდები 4 მარტს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.  ის რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა ჩვენი კომპანიის წარმომადგენელს. დაჰპირდა პასუხების გადმოგზავნას, მაგრამ პირობა დღემდე არ შეუსრულებია,“-აცხადებს ბლოსი.

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეგიონალური დირექტორი დევიდ ბლოსისთვის გაუგებარია, რატომ უკრძალავდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი საკუთარ წარმომადგენლებს პასპორტისა და პირადი მონაცემების კომპანიისთვის გადაგზავნას.

„არ ვიცი ეს ჩემთვის დიდი გამოცანაა. ამ ინფორმაციას ბევრი ადამიანი გაეცნო ჩვენს ორგანიზაციაში და ყველა მათგანი კითხულობდა, ნეტავ რაშია საქმე, რა არის ამის მიზეზი. ელექტრონული მიმოწერიდან ჩანს, რომ ივანიშვილის წარმომადგენლებმა რადენჯერმე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათ კლიენტს არ სურდა პასპორტის ასლის გაგზავნა და ბოლოს ისიც იკითხეს, რა მოხდებოდა თუკი პასპორტის ასლს საერთოდ არ გადააგზავნიდნენ, რაზეც მოსაკ ფონსეკა პანამის სათაო ოფისიდან პასუხი მიიღეს, რომ ამ შემთხვევაში მათ უზარმაზარ ჯარიმას დაუწესებდნენ, რადგან მსოფლიო შეიცვალა, კანონები შეიცვალა და ოფშორული ბენეფიციარი მფლობელის პასპორტის ასლის გასაჯაროება აუცილებელი გახდა,“-განაცხადა  პროექტორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეგიონალურმა დირექტორმა დევიდ ბლოსიმ.

comments