„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომლის საფუძველზე შეწყალებულ იქნა 95 მსჯავრდებული. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან, დღეს, 69 მსჯავრდებული გათავისუფლდება, მათგან 10 ქალბატონი, 2 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია”,- ამის შესახებ შეწყალების კომისიის თვმჯდომარემ ზვიად ქორიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, საპატიმროებიდან 69 მსჯავრდებული გათავისუფლდება. როგორც ის აღნიშნავს, შეწყალებულები განზრახ მძიმე დანაშულებზე მსჯავრდებულები არ არიან.
“ამავე აქტის საფუძველზე, 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა, მათ შორის ორი ქალბატონია, 2 კი არასრულწლოვანი“, – განაცხადა ქორიძემ.
მისი განცხადებით, შეწყალების კომისიამ სულ 597 პირის საქმე განიხილა და საქართველოს პრეზიდენტს სათანადო, დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა.

comments