საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები პრეზიდენტის სასახლეში 03:00 საათზე შეიკრიბებიან.
“უშიშროების საბჭოშ ყველა მუდმივმოქმედი წევრი ვინც კი თბილისშია პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბება. საერთაშორისო კონფერენციაზე, ბათუმში, იმყოფებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები რის გამოც ისინი სხდომაზე ყოფნას ვერ მოახერხებენ,”- განუცხადა რუსთავი2-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
სხდომის დაწყებისთანავე კურიერის ჟურნალისტი პრეზიდენტის სასახლიდან ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში ჩაერთვება.