საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი კოლეგებს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. პლენუმის 3-მა წევრმა 5 მოსამართლის მიერ გავრცელებულ წერილობით კრიტიკას წერილობითვე უპასუხა. მოსამართლეები კოლეგების ბრალდებების შინაარსს არ იზიარებენ.

განცხადებაში 5 მოსამართლე გიორგი პაპუაშვილს ბრალდებებს უყენებს და მას კონკრეტულ საქმეებზე ნაჩქარევი და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. მაგალითად მოსამართლეებს რუსთავი 2-ის საქმე მოჰყავთ.

საჯარო ბრალდებებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ორ ნაწილად გაყო. მოსამართლეთა ნაწილმა ბრალდებები ისე გამოაქვეყნა, რომ კოლეგებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ბრალდებებს უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. გიორგი პაპუაშვილმა გავრცელებულ განცხადებას “გაუგებრობა” უწოდა და ხუთ მოსამართლესთან შეხვედრა დაანონსა.

კოლეგიის 9 წევრი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც 21 ივლისს გიორგი პაპუაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ მოსამართლეებზე პირადი ცხოვრების კადრებით და მათი ოჯახის წევრების სახელზე არსებული ბიზნეკომპანიების გაკოტრებით აშანტაჟებდნენ.

მალევე პაპუაშვილის განცხადებას პრეზიდენტის, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის სკანდალური განცხადებები მოჰყვა ზეწოლის შესახებ. მოსამართლეების ნაწილი პაპუაშვილის განცხადებას მოულოდნელად აფასებდა, ნაწილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია ჰქონდა ამის შესახებ.
a44065b

comments