ტაქსის მძღოლების პროფკავშირების წარმომადგენელები ტაქსების რეგულაციების შემოღების პროცესში ჩართვას მოითხოვენ. ამ მიზნით მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს იპოდრომის ტერიტორიაზე.

gyoiuoiuoi

ორგანიზაციის წევრები და ტაქსის მძღოლები მერიას ტაქსის მძღოლების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში ადანაშაულებენ და მერიას პროცესის ჩატარებას მათთან კონსულტაციების შედეგად სთხოვენ. ტაქსების პროფკავშირები ოფიციალურად დღეს ჩამოყალიბდა.

“გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რეგულაციები მიზნად ისახავს, რომ თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლები და ტაქსო კომპანიები დარჩნენ სამუშაოს გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ კომპეტენტურ პირებს, რომ მოხდეს ჩვენი ჩართულობა, რათა ჩვენ გავაჟღეროთ ტაქსის მძღოლების ინტერესები,“ – განაცხადა საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირების თავმჯდომარემ ნანა ფილაურმა.

comments