ოპოზიცია კვლავ ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე საუბრობს. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი თითქმის 2 ლარი და 48 თეთრია, თუმცა გადამცვლელ ჯიხურებში და განსაკუთრებით, კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება გაცილების მაღალია.

საგანგებო განცხადება გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება გამოწვეულია ბიუჯეტის არასწორ ხარჯვასთან.

kkkkk

„მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ნაკლები დოლარი შემოდის, ოღონდ ამასთან ერთად, არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც დგამს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე. საუბარია იმაზე, რომ ისინი ხარჯავენ იმ ფულს, რომელიც არ გააჩნიათ და ამასთან ერთად, იღებენ სესხებს, ე.წ. შიდა ვალს. შესაბამისად ვალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ახლა არის 42%-ზე მთლიანი შიდა პროდუქტის და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ჰქონია საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიერ დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვას ასახელებენ.

„ლარი მერყევია უკვე ბოლო პერიოდი. იცით, რომ საგარეო ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული როლი ითამაშა იმან, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში იყო დიდი თანხები დახარჯული და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ლარის გაუფასურება არის სახეზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთ მიზეზი და მე ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდი მოახდენს პრევენციას,“ -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

comments