ebe57507be6ef4d6980dcfd7a597e956
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა. როგორც პრაიმტაიმი იუწყება მათ დაუკავშირდა ინკოგნიტო წყარო, რომელმაც ქეთას მეგობრად გააცნო თავი, და „პრაიმტაიმს“ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ქმარმა საყვარელთან გამოიჭირა და სახლიდან გამოაგდო. “ჩვენ ქეთას ინსტაგრამი დავათვალიერეთ და მომღერალს ქმრის არცერთი ფოტო აღარ უდევს”იუწყება პრაიმტაიმი. ამას თან დაერთო ისიც, რომ რუსულმა ინტერნეტგამოცემამ ქართველ მომღერალს სკანდალური სტატია მიუძღვნა. „გათხოვილი ქეთა თოფურია რეპერი გუფის საყვარელი გახდა“, – წერს ერთ-ერთი რუსული სააგენტო და რეპერის ფოტოებს აქვეყნებს.

comments