3e42e3bac81783d6be298e2f58eeac22
მსახიობი ანჯელინა ჯოლი მე-7 შვილის აყვანას გეგმავს, აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ინსაიდერების განცხადებით, შვილის აყვანა მას ჯერ კიდევ ბრედ პიტთან თანაცხოვრების დროს სურდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. მართალია, არც ჯოლის და არც პიტს, გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, თუმცა სანამ ბრანჯელინას ყოფილი წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად არ დაშორდება, ჯოლის მიერ შვილად აყვანის პროცედურა ვერ წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჯოლის 6 შვილი ჰყავს. 16 წლის მედოქსი, 13 წლის პაქსი, 12 წლის ზარა, 8 წლის ნოქსი, ვივიენი და 10 წლის შილოჰი. ვივიენი და ნოქსი ანჯელინას და ბრედის ბიოლოგიური შვილები არიან.

comments