283253

კიევის პოლიციამ ე.წ. “კანონიერი ქურდი”, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის გელა ქარდავა დააკავა, რომელიც მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი.

ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის შს მინისტრი, არსენი ავაკოვი, წერს და დაკავების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

ავაკოვი წერს, რომ ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა. ის თანამოაზრეებთან ერთად კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.

დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს.

ცნობილია, რომ გელა ქარდავა ე.წ. “კანონიერ ქურდად” მოსკოვში 1996 წელს “აკურთხეს”, როდესაც ის 21 წლის იყო. დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

ამასთან, ავაკოვი იმასაც წერს, რომ დიდი ალბათობით დაკავებული ქარდავა “რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია”.

შესაბამისად, მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.
ვიდეოს ნახვა

comments