მაკა ზამბახიძისა და ვახო ჭუმბურიძის წყვილი დიდი ხნის განმავლობაში თითით საჩვენებელი იყო თბილისში. შეყვარებული წყვილი ყველგან ერთად ჩნდებოდა და დიდ სიმპათიასაც იმსახურებდა. მაგრამ დღეს ორივეს სიყვარულის სხვადასხვა ობიექტი ჰყავს. ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მაკას პირველი ქორწინება მომღერლისთვის კრახით დასრულდა. მაკა მოსკოვში ცხოვრობდა ქმართან ერთად. მასთან შვილიც ჰყავს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მაკა საქართველოში დაბრუნდა და მთლიანად კარიერაზე გადაერთო.
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება დუეტ „ჯორჯიას“ შექმნაც. მაკამაც და დუეტმაც  მართლაც არაერთხელ ასახელეს საქართველო.  ბევრჯერ იყო სიხარულის ცრემლი ტელეეკრანებთან, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების შედეგებით გამოწვეული.
ამასობაში მომღერალი მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე ვახო ჭუმბურიძე გახლდათ. არც ამ წყვილის ურთიერთობა აღმოჩნდა ხანგრძლივი. მაკა და ვახო ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ვახოს ღალატი გახდა.
გადაცემა „ანფასში“ მაკა ზამბახიძე ამბობდა: „იყო პერიოდი, როცა ერთად არ ვიყავით… ვერც ერთად გვხედავდნენ, არც ფოტოები იდებოდა „ფეისბუკზე“. იყო პერიოდი, როცა მარტო დარჩენა მინდოდა და ვახო ამას გაგებით მოეკიდა. ძალიან მცირე პერიოდი ვიყავით ასე. პირველი ნაბიჯი ვახომ გადადგა… გადავლახეთ ეს რთული მომენტი“.
როგორც მაკა ამბობს, კრიზისის შემდეგ მათ ცოლქმრობაში ახალი ეტაპია – „იმას ვერ შევადარებ, როცა ეს თავიდან დაიწყო. ის განუმეორებელია. ახლა გვინდა, განვმარტოვდეთ, განვცალკევდეთ და სადღაც წავიდეთ“.
როგორც ჩანს, წყვილს ვერც განმარტოებამ ვერ უშველა. ერთი წელია, რაც მაკა და ვახო ერთად აღარ ცხოვრობენ.
მომხიბვლელ მომღერალს მარტო ვინ გააჩერებდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მაკა ზამბახიძე გათხოვდა. მისი რჩეული მოჭიდავე მიხეილ ჩოხელია. როგორც ამბობენ, წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, ერთადაც ჩნდება, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრეში. სოციალურ ქსელში მაკა და მიშა ურთიერთობის გასაჯაროებას ერიდებიან. მათი საერთო ფოტოც არსად მოიძებნება, მაგრამ „პრაიმტაიმის“ წყარო ამბობს, რომ შეყვარებული წყვილი უკვე 4 თვეა ერთად ცხოვრობს. შევიტყვეთ ისიც, რომ მიშა 28 წლისაა და წყვილს შორის 7-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
ჩვენ მაკასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენი ზარები უპასუხოდ დატოვა.
ჩვენი ინფორმაციით, არც მაკას ყოფილი მეუღლე, ვახო ჭუმბურიძე დაიარება ეულად. უკვე რამდენიმე თვეა მაკას ექსმეუღლე სოციალურ ქსელში მომხიბვლელ თეო გაბრიელაშვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ქალაქში ამბობენ, რომ წყვილი დაქორწინებას გეგმავს. ჰოდა, როცა მათ შესაძლო რომანზე წერენ ჟურნალისტები, ვახო სოციალურ ქსელში სასამართლოთი იმუქრება. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ წყვილი შეყვარებულია. უბრალოდ, ფოტოებს გთავაზობთ. დასკვნა თავად გააკეთეთ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow