სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ ბანქოს სახლის ვარსკვლავი კევინ სპეისი მასზე სექსუალურად ძალადობდა, როდესაც ენტონი ჯერ კიდევ 14 წლის იყო.

1986 წელი იყო. მანჰეტენში, მის სახლში წვეულება ჰქონდა გამართული. ოთახში ამიყვანა, ლოგინზე დამაგდო და ზემოდან დამაწვა.
სულ ცოტა ხნის წინ კი კევინმა ტვიტერზე ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც მისი პირადი ცხოვრების სრულიად ახალი დეტალი გამოამზეურა

“მსახიობი ენტონ რეპს ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც მსახიობს. ძალიან მეწყინა და შემეშინდა იმ განცხადების, რაც ცოტა ხნის წინ ენტონიმ გააკეთა. გულახდილად რომ გითხრათ, ასეთ რამეს საერთოდ ვერ ვიხსენებ, ეს ხომ 30 წლის წინ მოხდა, თანაც მაშინ ძალიან ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. თუმცა, მაინც, დიდ ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა და იმ ზიანისთვის, რასაც ის ამ წლების განმავლობაში ასე მძიმედ ატარებდა.

ამ ისტორიამ იმის მოტივაცია მომცა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე მეტი ვილაპარაკო. არსებობს ჩემს ცხოვრებაში დეტალები, რომელიც ბევრმა არ იცის და რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ვმალავდი. ჩემს ცხოვრებაში მუდმივად იყვნენ სექსუალური პარტნიორები როგორც ქალები, ისე მამაკაცები. მიყვარდა მამაკაცები, რომელსაც ერთ დროს ვფიქრობდი, რომ მთელ ცხოვრებას დავუთმობდი, მიყვარდა თავდავიწყებით და სწორედ ახლა გადავწყვიტე, რომ ვიცხოვრო გეი ცხოვრებით. ასე ცხოვრებას უნდა შევეგუო და საბოლოოდ ის ვაკეთო, რაც მინდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდა”

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow