“Eurasianet”-ის ცნობით, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, გიორგი თოდუა სკანდალში გაეხვა.

გიორგი თოდუა კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზეთში – ქართული აუდიტორიისთვის გამართულ კონცერტზე დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გააკრიტიკა.

თოდუამ თქვა, რომ აფხაზეთში ადამიანებისთვის გაუსაძლისი პირობებია და ისინი ვაკუუმში ცხოვრობენ. ხელოვნის თქმით, ცუდ პირობებს ფსიქოლოგიური სტრესიც ემატება.

დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ქართველი საოპერო მომღერლის განცხადება ქართულ პროვოკაციად შეაფასა.

გიორგი თოდუამ 24 იანვარს, გალში კონცერტი გამართა. ამის შემდეგ კი, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მშობლიური გალის დატოვებისა და იქ
არსებული ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

როგორც თოდუა ინტერვიუში ამბობს, კონცერტის დაწყებამდე ეუბნებოდნენ, რომ ე.წ თანამდებობის პირებს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მან უარი განაცხადა.

წყარო:

comments