ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი ქართულ მედიაში მასზე გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს.

,,ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება.

ჩემი მხრივ ვაცხადებ, რომ ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებიდან ჩემს მიმართ ისმის, დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან , რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“- ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი.

ALIA.GE

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow