“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სააკაშვილთან გარიგებაშია, ამიტომ წაუყენეს არაფრის მთქმელი ბრალდებები, რის გამოც პრეზიდენტს საქართველოს არავინ გადმოსცემს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ. მისი თქმით, 4 პიჯაკის ყიდვისთვის პრეზიდენტებს ციხეში არ სვამენ.

“მმართველ გუნდში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანისგან განსხვავებით მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვაკეთებ! როცა ვიყავი სააკაშვილთან მე ამას არ ვმალავდი და ჩემი რეიტინგის საზარალოდაც კი ვმოქმედებდი და გარეთ არ გამომქონდა ის ამბები, რაზეც შიგნით ვეჩხუბებოდი. ქულებს არ ვიწერდი, რა მაგარი გოგო ვარ, შიგნით ვჩხუბობ-თქო. როცა წამოვედი ბოლომდე ვებრძოდი სააკაშვილს, იმ ხალხისგან განსხვავებით, რომლებიც მაშინაც კუდს უქიცინებდა სააკაშვილს და შემდეგაც კოჰაბიტაციაში შევიდა. ჰკითხეთ ერთი მმართველ გუნდს, რატომ არ გადმოსცა სააკაშვილი უკრაინამ საქართველოს?! რატომ გაუშვა პოლონეთში და არ გამოუშვა საქართველოში?!” – აცხადებს ბურჯანაძე.

კითხვაზე, რატომ? რა ინფორმაციას ფლობს? – პასუხობს:

“იმიტომ რომ ეს იყო გარიგება. პრეზიდენტებს არ იჭერენ და არ გადასცემენ სხვა სახელმწიფოს 4 პიჯაკის ყიდვის გულისთვის. ივანიშვილს სააკაშვილისთვის ბრალი რომ ისეთ საკითხებზე წაეყენებინა, როგორიცაა: აგვისტოს ომის საკითხი – მოსახლეობის ევაკუაციის დაგვიანებისთვის, რასაც უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა; 2011 წლის 26 მაისისათვის; იმისათვის, რომ  ციხეებში ისეთი სისტემა შექმნა, რომ ადამიანების წამება და მოკვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო… ამ თემებზე რომ წარედგინათ ბრალდება თუ არ გადმოსცემდნენ, ვნახავდით. 4 პიჯაკისთვის პრეზიდენტებს არ აპატიმრებენ. აი ვინ არის ალიანსში სააკაშვილთან”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow