არჩევნებამდე 8 თვით ადრე „ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. სახელისუფლებო პარტიის მომავალი კანდიდატი უკვე გახდა მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი. ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ პარტიის შიგნით ჯგუფებს შორის უთანხმოება შესაძლოა ღია კონფრონტაციაში გადაიზარდოს, თუმცა გადამწყვეტი ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იქნება.

ამ ეტაპზე დასახელებულ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სავარაუდო კანდიდატურას, კიდევ ერთი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დაემატა, თუმცა კონკრეტულად ვისზე შეაჩერებს არჩევანს და ვინ სარგებლობს “ქართული ოცნების” შიგნით მეტი მხარდაჭერით, ჯერ ამაზე უმრავლესობაში არ საუბრობენ. საპარლამენტო კულუარებში არ მალავენ, რომ ყოფილი პრემიერის სურვილით „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი დიდი ალბათობით ქალი იქნება.

თეა წულუკიანი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან არ დააკონკრეტა სურს თუ არა მმართველმა გუნდმა მისი კანდიდატურა დაასახელოს. დეპუტატი არ ამბობს არც იმას, აწარმოებს თუ არა მასთან მოლაპარაკებებს მმართველი პარტია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატზე პოლიტსაბჭოს ფორმატში პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და პოლიტსაბჭოს წევრები მიიღებენ. ღია კონსულტაციები სავარაუდოდ აპრილიდან დაიწყება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow