პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე მისვლა ავადმყოფის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შესაძენად ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ პროგრამით სასწრაფო დახმარების მიწოდების პრიორიტეტულობა განისაზღვრება.

ოპერატორი სპეციალურ პროგრამაში პაციენტის მონაცემებს შეიყვანს და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძვლზე, პროგრამა შეარჩევს რომელ პაციენტს უფრო ესაჭიროება სასწრაფო დახმარება. პროგრამის ღირებულება 700 000 დოლარია და მისი შეძენა 112-ის სამსახურსა და თბილისის მერიას წლის ბოლომდე მოუწევთ.

“ეს არის ამერიკული “ემერჯენსი ასოციაციის” მიერ შესაბამის გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე დაფუძნებული პროგრამა. თუ დღევანდელი სისტემით პაციენტის მდგომარეობის კარგად დაზუსტება ვერ ხერხდება, ახალი ალგორითმით ზუსტად განისაზღვრება რომელია გადაუდებელი გამოძახება.

გადაუდებლის შემთხვევაში სასწრაფო უფრო მოკლე დროში შეძლებს პაციენტთან მისვლას. როგორც გვეუბნებიან, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის შეძენა და დაინერგება სასწრაფო დახმარების სისტემაში.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტთან სასწრაფოს მისვლის დრო 8 წუთს არ უნდა აღემატებოდეს”,- განაცხადა კაკი ზოიძემ.
imedinews.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow