დათო ოქიტაშვილი ვარაუდობს, რომ ნანი ბრეგვაძე და კონცერტში მონაწილე მომღერლები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და თუ არჩილ ტატუმაშვილის ცხედარი არ იქნება გადმოცემული ოჯახისთვის, ისინი რუსეთში დაგეგმილ კონცერტს გააუქმებენ.

“თუ არ იქნება გადმოცემული ცხედარი საქართველოსთვის და მისი ოჯახისთვის, მოსკოვში კონცერტის ჩატარება იქნება უზნეობა. მაშინ, მე მჯერავს, რომ ქალბატონი ნანი და ის მომღერლები გააუქმებენ იქ კონცერტს. მე ვიცი როგორ ტკივა ნანის აფხაზეთი და თავისი ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ცხედარი არ იქნება გადმოსვენებული, ის იქ არ ჩაატარებს კონცერტს. ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ უაზრო გამონათქვამებით და ნაბიჯებით, რადგან მერე სხვაც ასე გპასუხობს.

ვსვამ კითხვას, რატომ არ არის ამდენ ხანს მიღებული კანონი ოკუპციის შესახებ? ეს ყველა პრობლემა ხომ მოიხსნება მაშინ? ნუ უკვირთ მაშინ რომ მომღერალი, დამსახურებული ადამიანი, მათ რაღაც პრეტენზიებს უცხადებენ. მე მჯერავს მთავრობა და საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსასვენებლად”

alia.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow